გრანდიოზული აქცია დეტალურად
კულინარიული კონკურსი დეტალურად
საბითუმო მაღაზია დეტალურად
საფირმო მაღაზია დეტალურად
რეცეპტები
მარწყვის კექსი

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ახალი მარწყვი

3 მთელი 1/8 ჭიქა ფქვილი

2 ჭიქა შაქარი

1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი

1 ჩაის კოვზი მარილი

1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა

1 მთელი 1/4 ჭიქა მცენარეული ზეთი

4 ცალი კვერცხი

1 მთელი 1/4 ჭიქა ნიგოზი კარაქი ფორმისთვის 

პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსამდე(350 F). წაუსვით კარაქი კექსის ორ ოთხკუთხედ ფორმას ზომით 22.5×12.5 სმ.

მეორე ეტაპი:
დაჭერით მარწყვი და მოათავსეთ საშუალო ზომის თასში. მოაყარეთ შაქარი.

მესამე ეტაპი:
დიდი ზომის თასში ერთმანეთს კარგად შეურიეთ ფქვილი, დარიჩინი და სოდა. გათქვიფეთ კვერცხი და ჩაუმატეთ მარწყვს საშუალო ზომის თასში. ჩაასხით ზეთიც და გათქვიფეთ. მიღებული მარწყვის ნარევი ჩაუმატეთ ფქვილის მშრალ მასას დიდ თასში და თქვიფეთ მანამ, სანამ არცერთი ნაწილაკი მშრალი აღარ იქნება. ჩაუმატეთ თხლად დაჭრილი ნიგოზიც. გაყავით ცომი ორ თანაბარ ნაცილად და მოათავსეთ ფორმებში.

მეოთხე ეტაპი:
აცხვეთ 45-50 წუთით. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ ცხაურზე 10 წუთით. გაცივების შემდეგ ამოაბრუნეთ ფორმები, ფრთხილად გაათავისუფლეთ კექსი და მირთმევამდე აცალეთ კარგად გაცივება.

http://www.kulinaria.ge/